Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

August 25, 2026
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, კომპლექსურად ჩატარებული მორიგი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს, ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული.

სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.

გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.

აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები, მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

ასევე, ამოღებულია, სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19 – 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს”, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
  • ჯარიმებიდან ბიუჯეტში 353.9 მლნ ლარი შევიდა – ზრდა 58%-ია
  • “ფაქტი ერთია, სისტემამ ათასობით ბავშვი, ვისაც უნდა და შეუძლია სწავლა, დატოვა გარეთ…” – რას წერს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge