აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100) – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეორე წრეში გვინეის წარმომადგენელი მუსტაფა ფოფანა 45 წამში დაამარცხა და მერვედფინალში რუს ვალერი ენდოვიცკის შეხვდება.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზეა.
