ახალგაზრდა წყვილი ერთ სკოლაში სწავლობდა. იმის მიუხედავად, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ნასტასიამ სწავლა პინსკის უნივერსიტეტში განაგრძო, მათ სიყვარული და ურთიერთობა შეინარჩუნეს – ასე იწყება ბელარუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია საქართველოში, ავტოავარიაში დაღუპული ბელარუსი წყვილის შესახებ.
12 აგვისტოს საღამოს, ბელარუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი საქართველოში მდებარე მაღალმთიანი კურორტიდან – გომის მთიდან ბრუნდებოდა. ოზურგეთის მიმართულებით, გზის მე-16 კილომეტრზე, სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. ტრაგედიას ბელარუსის ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ბრესტელი, 21 წლის გლებ მელნიკი და მისი 20 წლის საცოლე, ნასტასია ფილიუკი. განაგრძეთ კითხვა…
