მომღერალი ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და გარდაცვლილი შვილის ვიდეოს აქვეყნებს:
“როგორი ბედნიერი იყავი დე როგორ დამტოვე ერთი თვე ხდება უშენოდ დედი, გაუსაძლისი , უაზრო ერთი თვე, ყველგან შენ გეძებ,ყველგან შენი ხმა მესმის,მინდა მაგრად დავხუჭო თვალები და აღარ გავახილო დე ვერ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ, ვგრძნობ როგორ მელევა ძალა თანდათან, რა საშინელი და არანორმალური მონატრებაა შვილო, რა ვქნა…” – წერს მელიტა ფურცელაძე