სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძე მეწყერს ემსხვერპლა – ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა | ამის შესახებ დადიანიძის დედამ TV პირველთან ისაუბრა:
“ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვი.
ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის” – ამბობს სოფო ბიბილაშვილი
