ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა 53 000 ქულით 55 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. 2025 წელს ლოლუამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (82 კგ) რეიტინგის მეორე ნომერია, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) მეხუთე ადგილს იკავებს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მე-2 ადგილს გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იკავებენ, ხოლო აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) მეხუთეა.
