“სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ზაზა შათირიშვილის წერილებს “ბოდვას“ უწოდებს და ამბობს რომ „ოცნებაში“ მყოფი “ბოდვის სპეციალისტებიდან“ ის ჩემპიონია.
ხარშილაძე პრობლემას იმაში ხედავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის აგება სწორედ მისი წერილების მიხედვით დგება და ეს არ არის “უბრალოდ ფილოსოფოსის წერილი“.
ძალიან “საინტერესო“ წერილებს აქვეყნებს, ბატონი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ხალხური ენით რომ ვთქვათ, ძალიან ახლოს არის ბოდვასთან. “ქართულ ოცნებაში“ ბოდვის სპეციალისტები ბევრია, მაგრამ აშკარად წინწასული და ჩემპიონი ამ ყველაფერში ბატონი ზაზაა, რომელმაც დაიწყო ამ დიფ სტეიტებით და მერე ტრამპიც დიფ სტეიტი აღმოჩნდა, ვენსიც და ყველა, ანუ მის გარდა ყველა დიფ სტეიტია. პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანი ითვლება ხელისუფლებასთან დაახლოებულ კარის ფილოსოფოსად. თან “მამა მარჩენლის“ კარის ფილოსოფოსია, პატარა საქმე კი არ არის, ეს რომ იყოს ვიღაც დამოუკიდებელი ექსპერტი, რაც უნდა ის წეროს. მაგრამ ამ ადამიანის ნაბოდვარზე ხდება შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკის აგება. 2008 -შიც ისეთივე რუსოფობები ვიყავით ბატონი ირაკლი, როგორებიც დღეს ვართ. აბსოლუტურად სწორი მიზეზების გამო. თუმცა, აქაც იმას დავამატებ, რომ რუსოფობია არის გადაჭარბებული ტერმინი. საქართველოში ათობით ათასი რუსი მოქალაქე ცხოვრობს დღეს, ყველანაირი პრობლემის გარეშე, არავინ მათ მიმართ აგრესიული არ არის. ჩვენი პრობლემა არ არის რუსი ხალხთან, ჩვენი პრობლმეაა მათ იმპერიულ ხელისუფლებასთან და იმპერიულ პოლიტიკასთან და ამაში, როგორც 2008 ში არ ვუჭერდით მხარს და ვებრძოდით, ისე ვებრძვით დღესაც, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფად მიჩნეულმა, ზაზა შათირიშვილმა რუსოფობიის შესახებ დაწერა. შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.
მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.
