საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 14.6% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
„2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 14.6% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
ცნობისათვის, 2026 წლის 6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1.931 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 0.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან იგივე პერიოდში შემოსავალმა 1.971 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოში მოგზაურობისას 99 მლნ დოლარი დახარჯეს.
