ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, სადაც ზოგი მარადონას, პელეს ირქმევდა, მგონი, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იგივეს აკეთებენ – არარსებულ თანამდებობებს ინაწილებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, რა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტზეა საუბარი, როცა პარტიაში ისეთი დაპირისპირება აქვთ, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.
„ეს ყველაფერი სასაცილოა. სხვათა შორის, ქვეყნისთვის ეს ყველაფერი კარგია, რადგან თავადაც ილუზორულ მდგომარეობაში არიან“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:„მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.
