სპეცოპერაცია საქართველოში – შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს – ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
დაკავებულებს შორის არის ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბექა თიღილაური, მეტსახელად „თიღილა“. მას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.
კიდევ 14 პირს ბრალს წარუდგენენ, მათ შორის ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. ერთ-ერთი მათგანი საზღვარგარეთ მყოფი ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი” გიორგი გოგოლაძეა.
გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ფინანსურ დავებს „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად აგვარებდნენ.
სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ფინანსურ დავებს „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად აგვარებდნენ.
ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ვადის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების, პირადი ნივთებისა და ავტომობილების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
საქმეში ასევე დევს ფარული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირები ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ვიდეო
