რა ეტაპზეა საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას მკურნალობის პროცესი.
აქტივისტის, რომწელიც საფრანგეთში იმყოფება, ამბობს, რომ ექიმებმა შეუმოწმეს მხედვლობა, მათი შეფასებით, მარცხენა თვალის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ჩარევა დაგვიანებული.
„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ. საფრანგეთშიც ექიმებთან ყველა პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. ველოდები ნეიროქირურგის პასუხს, ასევე აუცილებელი საბუთებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად გაფორმებას, რათა მკურნალობის ყველა საჭირო პროცედურა დაიწყოს.
უკვე შემიმოწმეს მხედველობა. სამწუხაროდ, მარცხენა თვალის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ექიმების შეფასებით, ჩარევა დაგვიანებულია. მარჯვენა თვალშიც დაფიქსირდა ასტიგმატიზმის მსუბუქი ფორმა, რის გამოც დამინიშნეს სათვალე.
ამ დროისთვის კვლავ მოლოდინში ვარ და ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, მოკითხვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. თქვენი ყურადღება და თანადგომა ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც კი მნიშვნელოვანი სიახლე მექნება, აუცილებლად გაგიზიარებთ“, – წერს თირქია სოციალურ ქსელში.
ალექსი თირქია საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 3 დეკემბერს დაშავდა. ახალგაზრდას ღია ჭრილობი, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობი და ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
