Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმე – ვის და რატომ გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ

July 30, 2026
ფულის გამოძალვა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით – დაკავებულია 2 პირი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართება, მათგან ორი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, ისინი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ციხიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით დაკავებული 33 პირიდან პროკურატურამ, მხოლოდ ერთ პირზე იშუამდგომლა, რათა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებოდა.

როგორც ირკვევა, მზია დანელიამ გამძიებასთან ითანამშრომლა და საგამოძიებო უწყება სწორედ მისი დახმარებით გავიდა “ქურდული სამყაროს” 2 წევრის კვალზე. მზია დანელია საპატიმროს 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

საქმის პროკურორის, ნუკრი ჭიტაძის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარეს განუსაზღვრა გონივრული დრო გამოძიების ჩასატარებლად.

“33 პირიდან ერთ-ერთ პირს, ქალბატონს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაულში ამხილა ორი პიროვნება, ორი “ქურდული სამყაროს” წევრი. ქალბატონს ჰქონდა ფული გასესხებული სხვა პიროვნებასთან, როგორც ეს გამონაწერში იკვეთება და აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით მიმართა “ქურდული სამყაროს” 2 წევრს.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები ეფუძნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, სასამართლომ ბრალდების მხარეს განუსაზღვრა გონივრული დრო გამოძიების ჩასატარებლად, გამოძიება გრძელდება და ჩატარდება ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება,” – განაცხადა ნუკრი ჭიტაძემ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, თუ ბრალდების მხარემ 7-თვიანი მუდმივი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, მაშინ გამოდის, რომ “ამ ეტაპზე არ აქვს მეტი მოსაპოვებელი მტკიცებულება”.

“პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ერთი ბრალდებულის გარდა ყველას მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ამ ეტაპზე პატიმრობა, ერთადერთი მხოლოდ ქალბატონის მიმართ ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია პროკურატურას, მათი დასაბუთება იყო ის, რომ მიაჩნდათ ძირითადი არგუმენტაციის თანახმად, 7-თვიანი ინტენსიური გამოძიების მიუხედავად, ამ ეტაპზე სრულყოფილად არ არის მტკიცებულებები მოპოვებული და ფიქრობენ, რომ შესაძლოა მტკიცებულებების მოპოვებას საფრთხე შეუქმნას ბრალდებულების თავისუფლებაზე ყოფნამ. 7-თვიანი მუდმივი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თუ ვერ მოიპოვეს მტკიცებულებები, მაშინ გამოდის, რომ ბრალდების მხარეს ამ ეტაპზე არ აქვს მეტი მოსაპოვებელი მტკიცებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა სასამართლომ ჩათვალა, რომ შესაძლოა მე-8, ან მე-9 თვეს ამ საქმეზე იქნეს მტკიცებულებები მოპოვებული,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი იქმნება
  • სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სომხეთში რუს ბლოგერს, ნადეჟდა პიროჟკოვას ბრალი წარუდგინეს
  • ბათუმში მოძრავი ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge