Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პოლიციელი დავით ჭითანავა თურქეთში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადიოდა

July 29, 2026
ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პოლიციელი დავით ჭითანავა თურქეთში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადიოდა

ყოფილი პოლიციელის, დავით ჭითანავას ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, სამსახურიდან 1 თვის წინ, საკუთარი განცხადებით წამოვიდა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დავით ჭითანავა თურქეთში გადასვლას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცდილობდა.

“ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ მდგომარეობას არ ადასტურებს. ოპერატიული ინფორმაციით, სწორედ ამ ესთეტიკის ცენტრის წარმომადგენელს ჰბრალდებოდა დავით ჭითანავასთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ბიუროს უნდა დაედგინა, იყო თუ არა გადაგზავნილი დავით ჭითანავას ტელეფონში აღნიშნული ინფორმაცია. ის გადადიოდა თურქეთში, როცა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ შესაძლოა, ბრალდებულის ტელეფონში ყოფილიყო აღნიშნული ინფორმაციამ თუმცა გარდა ოპერატიული ინფორმაციისა, ბრალდებულის ტელეფონში სხვა ინფორმაცია არ არის ნანახი. ბრალდების მხარე საუბრობდა, რომ ტელეფონი გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მსგავსი ინფორმაცია ტელეფონში. წელიწადნახევარია ეს გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის ეს მტკიცებულება ნაპოვნი არ არის. ის ერთი თვეა რაც წამოვიდა, საკუთარი განცხადებით, ოჯახური პირობების გამო”, – განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ცალკეული მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მათივე ცნობით, ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.

რაც შეეხება უშუალოდ სავარაუდო დანაშაულს, მედიის ინფორმაციით, სამეგრელოში მდებარე ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში, ლაზეროთერაპევტი მომხმარებელ ქალებს ფოტოებს ფარულად უღებდა, რასაც ის დავით ჭითანავას უგზავნიდა. როგორც მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, შემდგომში, აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.

აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ტვ პირველის” ცნობით, შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქარელში ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
  • ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
  • შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge