Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილის ორმოცისთვის თბილისში ჩამოვლას გეგმავს

July 13, 2022
რუსული ესტრადის ვარსკვლავი ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილის ორმოცისთვის თბილისში ჩამოვლას გეგმავს

ტრაგიკულად გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ლუბა უსპენსკაია ხშირად ურეკავს, თავის გულისტკივილს გამოთქვამს და გეგმავს, რომ ორმოცისთვის თბილისში ჩამოვიდეს.

“საშინლად განიცდის ლუბა. მან დიდად  დააფასა ლევანი. ლევანის გადმოსვენების საკითხი ლუბამ ითავა.

ბევრი ცნობილი და არა ცნობილი ქართველი, მათ შორის, დიასპორის ხელმძღვანელი მივიდა ლევანთან სახლში იმ უბედურ დღეს… თურმე, ლუბამ არავის არ დააცადა, თვითონ იზრუნა გადმოსვენების თემაზე.

ტაძარში მიასვენეს, პანაშვიდი გადაუხადეს, გამოემშვიდობნენ და ტაშით გამოაცილეს… ვინ არ მირეკავს, უცხო ადამიანები მეხმიანებიან… მიყვებიან, როგორ დაემშვიდობნენ ლევანიკოს. ბევრს არ ღირსებია ისეთი დატირება და პატივის მიგება, რაც თქვენს შვილს ჰქონდაო.

ლუბა ხშირად მირეკავს. თუკი რამე მესიჯი და ჩანაწერი აქვს ლევანიკოსგან, მიგზავნის. მიყვება, ტაძარში რომ მივედი, უკონტროლო გავხდიო. დედა არ ახსოვს, რომ დაიბადა, იმ დროს გარდაცვლილა. გაზარდეს მამამ და ბებიამ და მითხრა, მამა რომ გარდამეცვალა, მაშინ არ მქონია ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორც ლევანის გარდაცვალებაზეო. ძმები ჰყავს ამერიკაში, მათთან დაურეკავს, ძალიან განერვიულებულს…

გადავდე ყველაფერი, ფიზიკურად არ შემიძლიაო და სადღაც წავიდა დასასვენებლად. როგორც მითხრა, თუ რაიმემ ხელი არ შეუშალა, ქალიშვილთან ერთად 40-ზე ჩამოსვლას გეგმავს…

ლუბა მოსკოვში გაიცნო. ლევანი ხომ იქ 2017 წლის შემდეგ მოღვაწეობდა. თავისი ჯგუფი ჰყავდა. ქართულად მღეროდა. ქართული ეთნომუსიკით მოხიბლა იქ ყველა. ერთხელაც ლუბა უსპენსკაიას დაბადების დღეზე აღმოჩნდა. საერთო ნაცნობებმა ლევანი თავისი ბენდით იუბილარ მომღერალთან მიიყვანეს. ლევანიკომ იმღერა და მოულოდნელად, წასასვლელად გამზადებული, უკან მიაბრუნეს, ლუბას თქვენი ნამღერი მოეწონა და კიდევ უნდა იმღეროთო. რესტორნის ეზოში გასული ბიჭები უკან შებრუნდნენ და სტუმრების აღფრთოვანება გააგრძელეს. იმ დღიდან მოყოლებული ლუბას ფავორიტად იქცა. თანამშრომლობდნენ, დიდ კონცერტებზე ერთად გამოდიოდნენ. თუმცა ამბობდა, ეს ჩემი არ არის, მინდა დამოუკიდებლად მოღვაწეობაო. და მიაღწია კიდეც ამას. ბოლოს ალბომზე მუშაობდა.

ალბათ, რახან რუსეთში იყო, ამიტომ არ ადევნებდნენ ლევანის კარიერას თვალს აქ, საქართველოში. ფაქტია, აქ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მასზე წერა და მისი აღიარება. მანამდე მის წარმატებას და გამოსვლებს, ამ დოზით, სოციალურ ქსელებში არ აზიარებდნენ. აქ ლევანს არ ცნობდნენ, რუსეთში კი ძალიან ცნობილი იყო. პატივს სცემდნენ და შეძლებისდაგვარად გვერდში ედგნენ.

12 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა. 31 წლის გახდა. აქ უნდა გადაგიხადოთო, მოსკოვიდან დაურეკეს და ჩაიყვანეს. 150 კაციანი სუფრა გაუშალეს. დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადეს…” – აცხადებს მელიტა ფურცელაძე

Tags: ლევან კბილაშვილილუბა უსპენსკაიამელიტა ფურცელაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “საზღვარზე არ გაუშვეს” – ვისზე წერს ლევან ხაბეიშვილი
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge