ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ თუ ვახო სანაის საჯაროდ გამოთქმული აზრის გამო იჭერენ, მაშინ ახლა ყველას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მათაც დაიჭერენ.
ალბათ, მეც მომაკითხავენ, დანარჩენებსაც მიაკითხავენ, ყველას ციხეში ჩაგვსვამენ – აცხადებს ნინია კაკაბაძე.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ეტყობა არიან ესენი ***** და ამიტომ, როგორც დამნაშავე, დააკავეს ვახო სანაია. აი ყველაფერი იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილმა თქვას, რომ მე არ ვარ ****. და ამით ერთადერთი რასაც ამტკიცებს, არის საპირისპირო. კი ბატონო, მივედით აქამდეც, რომ ახლა ალბათ ყველას დაგვიჭერენ – მეც მომაკითხავენ, დანარჩენებსაც მიაკითხავენ, ყველას ციხეში ჩაგვსვამენ”, – ამბობს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
