ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრებიდან 25-ე დღეს, ნანგრევებიდან ცოცხალი კატა ამოიყვანეს – ინფორმაციას CBS News ავრცელებს
“როცა კატა დავინახე, შეეშინდა და შენობაში უფრო ღრმად შევიდა. შიგნით შევედი, ხელთათმანი გავიკეთე, მკლავზე კატის საჭმელი დავიყარე… ის ნელ-ნელა მოვიდა და რა თქმა უნდა, ცოტა სასოწარკვეთილმა დაიწყო ჭამა“ | ამბობს ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ანდრეს კარვახალი CBS-სთან ინტერვიუში
25 ივნისს ვენესუელაში ერთ წუთზე ნაკლებ დროში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 208, ხოლო დაშავებულია 16 740 ადამიანი.
