Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე

July 21, 2026
“რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე

კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე კახეთში, ქორწილში დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლას თან ახლავს უდიდესი პრობლემა, “რასაც ჰქვია იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება”.

მისი თქმით, “ლელო – ძლიერი საქართველო” ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი რუსეთთან და “საოკუპაციო დოკუმენტი”- რომელიც აუცილებლად უნდა შეევსოთ აქ შემომსვლელ ადამიანებს, რომ მათ იცოდნენ, ისინი მოდიან მათი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში”.

რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა, რასაც ჰქვია იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება, რაც აქვს ტურისტსაც, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არსებობს, რაც აქვთ კულტურის მოღვაწეებს, რაც აქვთ ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ჩამოსულ სტუმრებს, მათ, ვინც სახლებს ყიდულობენ, მიწებს ყიდულობენ, თუ ბიზნესებს ხსნიან საქართველოში, ეს დამოკიდებულება არის დომინანტური. 

როდესაც ჩვენ, “ლელო – ძლიერი საქართველოსთვის”, წლების წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომში არ წამსვლელთა ნაკადი მოაწყდა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობდა, ომს გამოექცა ხალხი, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ვერ მოახდენ შენ ფრაგმენტირებას ვინ გა,მოექცა ომს, ვინ არის ანტი-პუტინისტი და ვინ არის პუტინისტი, მაგრამ ამ წუთში ურჩევნია, რომ ომში სხვა წავიდეს, მაგრამ ომის მხარდამჭერია. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი, საოკუპაციო მოსაკრებელი/დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეევსოთ აქ შემომსვლელ ადამიანებს, რომ მათ იცოდნენ, რომ ისინი მოდიან ქვეყანაში, შეიძლება ამ წუთას მათ თავის გადარჩენა უნდათ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მოდიან მათ მიერ, მათი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში. […]

ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას შეიძლება შეექმნას პრობლემა… ამ პროვოკაციებმა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს და ხელისუფლება, რომელიც ასე დასდევს და ფეხებს უთბობს, მანქანებს, რომლებიც არ ჯარიმდებიან რუსული ნომრებით, რუსული ბიზნესები რომლებიც ასევე არ ჯარიმდებიან… უამრავი თანმდევი პრობლემა აქვს ამ ყველაფერს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
  • 4000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – გადაამოწმეთ მისამართები
  • 2026 წლის პირველ 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge