ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მაყურებელს მიმართა. მან განმარტა თუ რატომ არ გავიდა სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში. როგორც აღმოჩნდა, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მოუწია დაწოლა:
„ივნისის ბოლოს კოვიდი შემხვდა, საკუთარ დაბადების დღეს ვირუსით შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულად და აგრესიულად დაიწყო ყველაფერი. თითქოს ყველა მოდუნდა და მეც შემეძლო და ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება, პირბადის გარეშე მევლო. ეს მაინც იშვიათად ხდებოდა, რადგან ძირითადად პირბადით დავდიოდი. თავის ტკივილით დამეწყო, შემდეგ 39 მომცა სიცხე. ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს. პირველ დღეს გადასხმები გამიკეთა და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. ამდენი წლის განმავლობაში გადავრჩი და მაინც ვერ ავცდი. პირბადით სიარულს გირჩევთ ყველას.” – განაცხადა ჟორჟოლიანმა