Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

July 16, 2026
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. “კომპანია “გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა.

ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, “ტვ პირველს” ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს.

საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტას სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა გაჟონა სწორედ “გრინსერვისი+“-ის დამონტაჟებული იყო.

ფურცხვანიძის განმარტებით, ვადაზე ადრე ციხიდან უდოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

“გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ. მომავალი გვაჩვენებს”, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

შადრევნის საქმეზე განაჩენი 2023 წლის 10 ივლისს გამოცხადდა – მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ცხრა ბრალდებულიდან ერთი უდანაშაულოდ ცნო, რვას კი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის “გრინსერვისი+” ხელმძღვანელს.

ლაშა ფურცხვანიძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. გიორგი გობეჯიშვილს 4, ვალერი გობეჯიშვილს 3 წელი, ნუგზარ ქიტიაშვილს 3 წელი, დავით თუშიშვილს 3 წელი და 6თვე, დევი კახოიძეს 3 წელი, გიორგი ვახტანგაშვილს 3 წელი , ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წელი, ბექა მურღვლიანს 3 წელი, ხოლო ვალერი გოგიშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

“გრინსერვისი+” დირექტორმა განაჩენის გამოცხადების დღეს თქვა, რომ გამოძიებამ არ დაადგინა მთავარი, ვინ იყო მწარმოებელი კომპანია და ჰქონდა თუ არა მას დაშვებული შეცდომები მაშინ, როდესაც გრინსერვის პლუსს მიაწოდეს ის ტექნიკა, რითაც მათ სამუშაოები შეასრულეს.

“გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).”
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღუპულია ავტობუსის მძღოლი – ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარ ავარიაზე
  • დაძაბული საუბარი ფანებს და გუნდის პრეზიდენტს შორის – რა ვითარებაა ადგილზე
  • საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge