Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენი რიგ იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში შშმ პირთა მიმართ ღირსებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს

July 16, 2026
ომბუდსმენი რიგ იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში შშმ პირთა მიმართ ღირსებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რიგ იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს ამჩნევს.

სახალხო დამცველი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საჯარო პირებსა თუ მედიაპროდუქტის შემქმნელებს მოუწოდებს, რომ შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.

ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს მისი შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტი არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების გამო უკვე აწყდებიან სოციალურ ბარიერებს. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ იუმორსა და მედიაპროდუქტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოებრივი დამოკიდებულებების, აღქმებისა და სტერეოტიპების ფორმირებაში. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა გზავნილს ქმნის კონკრეტული გამოხატვა ფართო საზოგადოებისთვის და ხომ არ უწყობს იგი ხელს ისეთი დამოკიდებულებების განმტკიცებას, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების გარიყვას ან დისკრიმინაციას განაპირობებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შესაბამისად, მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ისტორიულად ან ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.

ამდენად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge