Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვაჟკაცობისა ღმერთამდე ჩასდე კვალი, ქართველობისა გულში აგვიგე კერა” – გიორგი რამაზაშვილის ლექსი ლევან კბილაშვილს

July 8, 2022
“ვაჟკაცობისა ღმერთამდე ჩასდე კვალი, ქართველობისა გულში აგვიგე კერა” – გიორგი რამაზაშვილის ლექსი ლევან კბილაშვილს

თუში პოეტი, პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გიორგი რამაზაშვილი, რანდენიმე ხნის წინ გარდაცვლილ მომღერალ ლევან კბილაშვილს ლექსს უძღვნის.

„დიდი გულის ტკივილით და ძმური სიყვარულით, ლექსი ეძღვნება ზეციურ საქართველოში ბინა დადებულს და ქართული სიმღერის ისტორიაში ლეგენდად მოვლენილ ლევან კბილაშვილს:

„ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან…

ღამდება ლევან პირი არ უჩანს ცისკარს,

თენდება ბიჭო ცა აიხვეტავს ნისლებს,

სიმღერა მესმის წითელ პერანგა ქალზე,

პატარა ბიჭი პატარა გოგოს მისდევს.

სად გასჭვრეტს შენი ღელვით აჭრილი თვალი,

თავად მზეს ათბობს სამყაროს ტოლა მზერა,

ვაჟკაცობისა ღმერთამდე ჩასდე კვალი,

ქართველობისა გულში აგვიგე კერა.

სიცოცხლის ყანას სულ სიყვარული სთესე,

უკვე მომკილი პეშვით აყარე წისქვილს,

იმღერე ლევან ჰანგის დარეკე ზარი,

სადა ხარ ბიჭო შენთან რა უნდა სიკვდილს.

ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან,

არ დაგტოვებდა სააქაოზე ღმერთი,

შენი ღიმილიც სიმღერაც იყო სევდა,

და სამყოფელი ზღვის გულში ერთი წვეთი.

დაღამდა ლევან ბოლო არ უჩანს ლოდინს,

დედა ბუნება რამდენ თავის ძეს კარგავს,

გესალბუნება საბრძანებელი უფლის,

ცის საქართველო ჭრელ თვალა ფარდაგს ქარგავს.

გიორგი რამაზაშვილი.

/06/07/2022/ – წერს რამაზაშვილი.

Tags: გიორგი რამაზაშვილილევან კბილაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯარიმა 5-ჯერ იზრდება” – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “საზღვარზე არ გაუშვეს” – ვისზე წერს ლევან ხაბეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge