ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმები უნდა გაგრძელდეს
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა, რუსი სამხედროები ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ინიციატივას ინარჩუნებენ.
პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღო“.
აღვნიშნავ, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და იმ ობიექტებზე, რომლებიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მასობრივი დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს.
კონსტანტინოვკას გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი, როგორც ყველამ ვიცით, დონბასის მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია.
რაც უფრო მეტ დარტყმას განახორციელებს კიევის რეჟიმი რუსეთის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ჩვენ უსაფრთხოების ზონის უფრო მეტად გაფართოება მოგვიწევს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი ირწმუნება, რომ „ევროპელი ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიზანი რუსეთთან ომის გაგრძელებაა“.
„მათი რეალური მიზანი არა მშვიდობა, არამედ უკანასკნელ უკრაინელამდე რუსეთთან ომის გაგრძელებაა. თავიანთი განცხადებებით და მოქმედებებით მათი ნამდვილი განზრახვის შესახებ მოსკოვის ვარაუდებს ადასტურებენ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
