სამართლებრივად შეუძლებელია, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი – ასე ეხმაურება დაპატიმრებული ოპოზიციონერიო პოლიტიკოსის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ოპოზიციის დევნის საქმეზე მიყვანილი მოწმე პოლიციელების ჩვენებებს.
ცნობისთვის პროკურატურის რამდენიმე მოწმემ პროცესზე ლევან ხაბეიშვილის სახელი და გვარი ახსენა, მაგრამ ამ საქმეში “ნაცმოძრაობის” ლიდერი ბრალდებული საერთოდ არ არის.
ხაბეიშვილის უფლებადამცველი განმარტავს, რომ ხაბეიშვილისთვის იგივე მუხლით ბრალის წარდგენა, რომელზეც უკვე სასჯელიც აქვს მისჯილი, სამართლებრივის ნონსენსი იქნება.
ყველანაირ სამართლის წესს ეწინააღმდეგება, რომ ადამიანს ერთი და იგივე ქმედებების გამო ორჯერ წაუყენო ბრალი. ლევან ხაბეიშვილს უკვე ორი წელი მიუსაჯეს საბოტაჟის მუხლით და სრულიად შეუძლებელია, სამართლებრივი ნონსენსია, რომ კიდე ერთხელ ადამიანს თავიდან წაუყენო ბრალი. აქედან გამომდინარე, როგორც უფლებადამცველი და როგორც სამართლის მცოდნე ვამბობ, რომ შეუძლებელია სამართლებრივად ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი, რადგან ხაბეიშვილს უკვე მიუსაჯეს ორი წელი საბოტაჟის მუხლზე”, – აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.
