მმართველი გუნდის მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი სოციალურქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატს დიმიტრი სამხარაძეზე საუბრობს. ის მოითხოვს სამხარაძეს სასწრაფოდ დაატოვებინონ ოცნების მანდატი.
პოსტში გიორგობიანი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილ მიმართავს და სთხოვს, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი ბერკეტი და ინსტრუმენტი დიმიტრი სამხარაძის ოცნებიდან გასაშვებად.
“ეს ნეანდერტალელი ტიპი , უვიცია თუ შემოგზავნილი?!
აი, ოცნების რიგებში ჩაბუდებული ასეთი ტყიურების გამო ვილანძღებით ჩვენც, პარტიის “ოცნება” ამომრჩევლებიც, არადა ეს გაუგებრობა არც ვიცი ვინ არის და საიდან მოვიდა, ხმა მივეცი ღარიბაშვილის, კალაძის, კახიშვილის , ყაველაშვილის, ვოლსკის , წულუკიანის და კიდევ ბევრი კარგი ადამიანის გამო და ასევე ივანიშვილის არჩევანისადმი ჩემი უსაზღვრო ნდობის გამო… ჩემთვის უცნობი ოცნებელებიც მისაღები გახდნენ, თუნდაც ოხანაშვილის მსგავსი პროფესიონალები, ვინც საქმით მომწონს….
მაგრამ ეს ტიპი? ვერასდროს მივიღებ ზაზაბეგაშვილებს!
შოკში ვარ, მისი საქციელის გამო..
დაატოვებინეთ სასწრაფოდ ოცნების მანდატი !!! გაგვხადა მთელი, ევროპის საშენიშვნო? არ იცოდა, რაც მოჰყვებოდა სტუდენტების “ქათამო”_თი ლამპნძღვას, აჯობებდა ,ტურებო დაეძახა! სწორედ ლგბტქ+ დატვირთვით რატომ გააკეთა აქცენტირება?!
გვაკლდა პრეტენზიები?! რატომ უნდა ვეგონოთ ველურები, არ მესმის რა!
ვისაც არ გესმით, ასე რამ გამამწარა, გეტყვით, რეზოლუციის რამდენიმე პუნქტს დაარტყა პირდაპირ!
1.დეპუტატმა არ უნდა აგინოს -დედას მოგიხნავ მესამე პრეზიდენტს, რადგან ევროპული კანონით ეს ძალადობაა და დასჯადია, ასევე პოლიტიკურ მორალსაც დაარტყა, დამარცხებულ და მისჯილ ოპონენტ ემუქრება – ამას ვერცერთი ევროპელი ვერ გაიგებს და მათთვის სრულიად მიუღებელია!
2. “სტუდენტების საპროტესტო აქციას” აგინებს მუქარით მთავარი პარტია -ასე იკითხება ევროპულ ენაზე!
3, საპროტესტო აქციას, რომელშიც ოფიციალურად მონაწილეობს ლგბტქ+ თემი (და ჯანდაბა მაგათ!), რომლებსაც აგერ გუშინწინ გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა დასავლეთის ელჩებმა,
ოცნება “ფერადებს” დასცინის მათთვის მიუღებელი “ქათამო”-თი და ეს პირდაპირ შეურაცხყოფა დადისკრიმინაციაა! – სწორედ ევროპული კანონმდებლობით!
და მით უმეტეს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი არ იღებს ერთსქესიანთა ქორწინებას და როდესაც მთელ ევროპაში ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო ტოლერანტულია და რელიგიურად მიუღებელი… აი ამ ახსნა-განმარტებებში უცბად წამოაძახებენ, რომ ოცნების დეპუტატი პირდაპირ შეურაცხყოფდა და საქართველოს ტოლერანტობაც კი ეჭვის ქვეშ დააყენა! -რაც ევროპისთვის მიუღებელია!
ისედაც , ყველაზე მეტად ლგბტქ+ – ზე ძალადობრივი აქციები და დამოკიდებულებები გვაფერხებს კანდიდატობის ეკლიან გზაზე და რიდესაც დანის პირზე გავდივართ, დეპუტატისგან ასეთი, მოქცევა სწორედ “ევროპულ ღირებულებებზე” დარტყმად ჩაითვლება!
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ პირუტყვობის “აღქმები” ასეთი იქნება ევროპულ კაბინეტებში
(გაიგეთ?ვიკამათოთ კორექტულად)
დატოვოს ოცნება და პარლამეტის მანდატსაც თუ დატოვებს , მისთვის უკეთესი იქნება !
ამას ჩემსავით თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება ნანდომება, როცა მომინდა la troffe-ში ვცემეთ ნაცხლისტები და როცა მომინდა 9 აპრილის მოედანზე გადავალეწე თავზე გვირგვინები!
თუ ასე ჩემსავით უნდა კაი ცხოვრება, ფინანსებიც არ უჭირს (ხომ?), რა უნდა პარლამენტში ან საჯარო სამსახურში, ზოგადად? ან თავს რატომ იკლავს ან ქართული ოცნება, რატომ ჩააგდო შაკლების და სვავების ყბაში , გამაგებინეთ რა?
თავისუფლება დიტოს!
свободу Димитрию Самхарадзе! Свободу , свободу попугаям!
ეს კადრები მოივლის ევრო-პარლამენტს, სრულიად ევროკავშირის და ამერიკელი პარტნიორების კაბინეტებს…
მიშას გინებაზე კიდევ თვას დახუჭავდა ოფიციოზი, მაგრამ “ქათმებო” ? ახალგაზრდებს ეძახისთ, რისთვის?
განსხვავებული აზრისთვის?!
ყველა ერთხმად შეიშალეთ? პარლამენტარის ქცევის კოდექსი ამ ბანდერლოგს წაკითხული აქვს საერთოდ?!
არ იცის, რომ ყველაფრის ყვირილის უფლება არ აქვს?
ტიპი , ან ბოროტია და ან დებილი!! არ იცის, რომ ამ გამოხტომით , პირველ რიგში, ოცნება დააზიანა და არა აქციის მონაწილეები?!
პირდაპირპროპორციულდ, ჯოკერი მისცა ხელში ამ გაფარჩაკებულ აქციას, ეხლა ნახეთ , მთავარი თემა ეს რომ გახდება ყველგან
“საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგაზრდებს აგინებს განსხვავებული აზრისთვის , ემუქრება ძალადობით მომიტინგეებს და ლანძღავს ლგბტქ+ უსასრულობამდე მოწყვლად ჯგუფებს…
სულ გაგიჟდით, ყბპველა ერთად? წავიდეს სახლში და ვინც უნდა ის ლანძღოს საკუთარი აივნიდან!!!
ზუსტაც ან ნაძირალაა და მოღალატე, ან კიდევ ფოსტალა, ქალამანა, ინფუზორია , რაც გინდათ ის უწოდეთ ამ უაზროს! იმხელა დარტყმა მიაყენა ოცნებას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც მოუწევს თავის მართლება ყველგან, სწორედ ამ გამოხტომის გამო!!!
პრემიერი, რომელიც თორმეტპუნქტან რეზოლოზუციაზე მუშაობს და ცდილობს დაარეგულიროს პრეტენზიები, ასევე, მოლაპარაკებებით ამოიღოს ის საკითხები, რაც სრულიად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და უცბად ხანჯალი ხვდება ზურგში “თანაგუნდელი” სამხარაძისგან? რომელუც არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებისგან, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ბეგაშვილისგან!!!
როგორც მაშინ მივიღე უღირს საქციელა ბეგაშვილის “ბადრის რა? დედის @@ვნა!” – ასევე კატეგორიულად მიუღებელია, მით უმეტეს პატიმარ (თავისუფალის გინდბას კიდევ აიტანდა კაცი) “ მიშას რა? დედის @@ვნა!.. და რა გამოდის? აგინებს დეპრესიულ, შეშინებულ , ჩაკეტილ ვირთხას, ევროპელებისთვის კი პატიმარს, რომლის უფლებებიც გაწერილია საერთაშორისო კონვენციებში?!
ანუ “ოცნება” პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, კიდევ უფრო “მოწყვლადი” პატიმრების? -რადგან ამ წუთას , ამ კადრში” სამხარაძე ოცნების სახეა, დიახ სწორედ “მთავრობა აგინებს სააკაშვილს”, სწორედ ასე აღიქმება ევროპაში!..
თვითონ კანონმდებელი არღვევს ყველა კანონს? ამან , ჩვენ რა კანონები უნდა დაგგვიწეროს???
გამეცით პასუხი საქართველოს მთავრობიდან და საქართველოს პარლამენტიდან ვინმემ?!
არც გაბედოთ , ამ ნაცხური ნარატივის და ნაცხ-სექტის აპრობირებული “ქცევის “ გამართლება, რაც სრულიად მიუღებელი ჩემი არჩეული პარტიისთვის და ჩვენი თანაოცნებელი თანამებრძოლებისთვის!
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ვთხოვ, გამოიყენოს ყველა კანონიერი ბერკეტი და ინსტრუმენტი დიმიტრი სამხარაძის ოცნებიდან გასაშვებად და პარლამენტიდან მოსაბოლტადაც! ან გადაჯდეს თავისნაირებში, სიდიდით მეორე პარტიაში , სხვათა შორის!
p.s. ნაცხლისტები რომ მეზიზღებიან, ისეთი უნდა! სადაც გადამეყარნენ , ყველგან ხელჩართული ჩხუბი მოხდა!
და მე მაქვს ამის უფლება, როგორც მოქალაქეს!
სწორედ ამიტომ არ მოვინდომე არც დეპუტატობა და არც მაღალანაზღაურებადი თანამდებობა!
ჩემი სიტყვის და ქცევის თავისუფლება, პირადად ჩემთვის შეუფასებელია!
ხოლო , როდესაც ხარ პარლამენტარი, მთავრობის წევრი, მაღალ თანამდებობაზე, საჯარო მოხელე და ა.შ..
მაშინ, კეთილი ინებე და დაიცავი კანონი, ქცევის ნორმები … და რა ვიცი კიდევ…
ნუ დაგავიწყდებათ, რომ “თმენის ვალდებულება” პირდაპირ გაწერილი გაქვთ შრომის კოდექსში!
არსებობს მორალური მხარეც და კი , გეთანხმებით, ძნელია თავშეკავება, როდესაც პირადად ან შენს ოჯახს აყენებენ შეურაცხყოფას!
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩემთვის, მორალურად, სრულიად მისაღებია დეპუტატი ოხანაშვილის აფექტი და მყისიერი რეაგირება ოჯახის (ყველაზე წმინდას) შეგინებაზე…. ვენაცვალე, ბრილიანტი კაციც ყოფილა, უმაგრეს განათლებასთან ერთად, რაც ევროპაში , საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო..
ნაცისტებიდან ახალი გამოსული სამხარაძე სრულიად სხვა შემთხვევაა! აქ , პირადად მისთვის, სულაც არ შეუგინებიათ ! თუნდაც იმ გზააბნეულ და ტყუილებით სტუდენტებს, რომლებიც არასწორად იქცევიან!
მაგრამ მათ ეპატიება კანონების დარღვევაც კი !და არანაირად არ ეპატიება დეპუტატს – კანონმდებელს!!!
და ბოლოს, თუ სიტყვის თავისუფლება უნდოდა, მაშინ მოქცეულიყო კაცურად – მიხეილ ყაველაშვილივით და სოზარ სუბარივით, (არ მახსოვს, მესამე ვინ არის?) ..
დიდის ამბით რომ გადაუღიათ და ქსელშიც დაუდიათ თან , “დეპოლარიზაციას” რომ არ ვასრულებთ, მტკიცებულებაც ჩაახუტეს “მტრებს” საფრიალოდ
ევროპელები რომ პრემიერს დაუდებენ ამ კადრებს, ირაკლიმ როგორ უნდა იმართლოს თავი?
ან რატომ უჩალიჩებთ თავის სამართლებლად თავს?!
რატომ აგდებთ უხერხულში ამ თავმოყვარე კახელ კაცს?!” – წერს გიორგობიანი