ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ყოფილი უფროსი ფსიქოტროპული მედიკამენტების შავი ბაზრის სკანდალური საქმის ფიგურანტია. ირაკლი მხეიძის განსასჯელის სკამზე დღეს გამთენიისას გამართულ სასამართლო პროცესზე აღმოვაჩინეთ. მანამდე ის დაკავებულთა შორის ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურს არ დაუსახლებია. გამოძიების მტკიცებით, ირაკლი მხეიძე სხვა ბრალდებულებს მედიკამენტების გაყიდვაში ეხმარებოდა.
საქართველო პროკურატურა ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პირადი გამორჩენის მიზნით დანაშაულებრივ ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო რეალიზაციაში გაეშვა. სამართალდარღვევებზე რეაგირებას ფულის სანაცვლოდ არ ახდენდა.
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების და ბიზნესმენების პროცესი დღეს გამთენიისას 4 საათზე დასრულდა. ნაცვლად იმისა ,რომ ირაკლი მხეიძეს თავი ემართლებინა, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დანაშაული მხოლოდ მხეიძის ხელმძღვანელობის დროს არ ხდებოდა, გამოდის, რომ მძიმე დანაშაულში, რომელის მსხვერპლის არა ერთი ახალგაზრდა აღმოჩნდა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა ისინი ჯერ არ დაუკავებიათ.
ირაკლი მხეიძე რეგულირების სააგენტოს დირექტორობიდან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2024 წლის 14 თებერვალს გადაინაცვლა. უმძიმეს დანაშაულში მხილებული კაცი მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წარადგინა. ახლა ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა კითხვები გამოძიება მაშინდელ მინისტრთა ზურაბ აზარაშვილთან, რომელის ხელმძღვანელობის დროსაც ფსიქოტროპული წამლების შავი ბაზარი გაიზარდა. პროკურატურის მტკიცებით, ეს სქემა , სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელშეწყობით მუშაობდა.
