თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება – ინფორმაციას აჭარა ჯგუფი ავრცელებს.
“თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 27 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიაში.
დაკრძალვა კვირას, 28 ივნისს, 15:00 საათზე.” – ნათქვამია აჭარა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში 22 ივნისს გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.
თემურ უგულავას სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში “ჰოლიდეი ინნის” შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული “აჭარა ჯგუფის” ქოლგის ქვეშ სასტუმროების ქართული ბრენდები “რუმსი” და „სტამბა“ შეიქმნა.
