Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნანა სანდერი ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენელმა ციხეში მოინახულა

June 25, 2026
ნანა სანდერი ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენელმა ციხეში მოინახულა

სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებული, ნანა სანდერი, რამდენიმე კვირის წინ, ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტის დროს, ციხეში მოინახულა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკოლოზ ბოლქვაძემ ვიკა ბუკიას “პირველ ხაზში” განაცხადა.

ამასთან, უფლებადამცველმა თქვა, რომ ნანა სანდერმა ციხეში ფსიქოლოგიური წნეხის გამო თვითმკვლელობა სცადა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა ლევან იოსელიანს აცნობა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატისგან დღემდე “აბსოლუტური იგნორი და სრული სიჩუმეა”.

… ბოლოს ფსიქოლოგიურ წნეხს ვეღარ გაუძლო, მან სცადა თვითმკვლელობა, რასთან დაკავშირებითაც მე მყისიერად ჩავაყენე საქმის კურსში ლევან იოსელიანი, ბატონ ლევანს განცხადებით მივმართე. მეტსაც გეტყვით, ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების თავმჯდომარე, ბორის ვუციც იყო ჩამოსული, სადღაც 3 კვირის უკან და ნანა სანდერთან ჰქონდა ხანგრძლივი პაემანი.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2 განცხადება წარვადგინე და სამჯერ დავრეკე, მითხრეს, რომ მოკვლევის ეტაპზე არიან და დამიკავშირდებოდნენ, წერილობითი კორესპოდენცია გამომეგზავნებოდა, მაგრამ დღემდე აბსოლუტური იგნორი და სრული სიჩუმეა,” – განაცხადა ნიკოლოზ ბოლქვაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი, დღეს, დამნაშავედ ცნო.

საუბარია  მარიამ მეყანწიშვილზე, ნანა სანდერზე, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერზე

  • მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
  • ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
  • აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
  • ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით

მარიამ მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.

ცნობისთვის, აღნიშნულმა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია
  • ნანა სანდერი ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენელმა ციხეში მოინახულა
  • 25 ივნისს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge