ზუგდიდის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. მათი ინფორმაციით, უწყება იმ თანამშრომლებმა დატოვეს, რომლებიც გიორგი გახარიას პარტიასთან ასოცირდებიან.
გახარიას გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეალური მიზეზი პოლიტიკური ნიშნით კადრების ჩამოშორებაა. მათი თქმით, “ოცნების” ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მისთვის არასასურველი თანამშრომლების გათავისუფლებას ცდილობს.
ეს მოლოდინი მქონდა. ეს არ იყო რაღაც სიახლე, უბრალოდ, გარკვეულ დროში გაიწელა. მე ვიყავი განყოფილების უფროსი, დღეის მდგომარეობითაც ვარ და ჩემი გათავისუფლება განყოფილების გაუქმების გარეშე ვერ მოხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურში მაქვს 13 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მთელი ამ დროის განმავლობასი არანაირი გადაცდომა, დისციპლინური გაფრთხილება, არაფერი მქონია და პირაადპირ ამ გადაწყვეტილებას ვუავშირებ იმას, რომ მე მაქვს მათგან განსხვავებული აზრი, ვარ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრი. ჩვენ, ვინც გავთავისუფლდებით ზუგდიდის საკრებულოდან, რამდენიმე დღეში მოგვივა შეტყობინება. აი, უკვე მაშინ გვეცოდინება ჩემს გარდა ვინ დატოვებს ზუგდიდის მუციპალიტეტსი საკრებულოს და უფრო ნათელი და უფრო დამადასტურებელი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური ნიშნით, – ამბობს საკრებულოს თანამშრომელი.
მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღეს და მიზეზი საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების გაუქმებაა.
