Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

June 18, 2026
“ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია და თითოეულ ამ პირებს [მოწმეებს] თავიანთი როლი აქვთ – ძნელია ამ როლის შესრულებაც, რომ უდანაშაულო ადამიანს ხელი დაადო და მთელი ცხოვრება უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ადამიანებს უჭირთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, პროცესებზე წარმოდგენილი მოწმეები დამაზუსტებელი შეკითხვების დროს იბნევიან.

„მოწმე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც ფაქტობრივად არაფერი თქვა, საბოლოოდ არაფერს არ ადასტურებს, არც პიროვნებას, არც დროსა და თარიღს.

ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია და თითოეულ ამ პირებს [მოწმეებს] თავიანთი როლი აქვთ. ძნელია ამ როლის შესრულებაც, რომ უდანაშაულო ადამიანს ხელი დაადო და მთელი ცხოვრება უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ადამიანებს უჭირთ. დამაზუსტებელი კითხვების დროს იბნევიან და ვერაფერს ვეღარ ადასტურებენ.

კითხვაც არ მქონია, ჩემზე თქვა რომ აქციაზე მისული ვიყავი. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იმდენად აზიანებს ამ ქვეყანას, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოება და პოლიტიკური დევნაა.

მოწადინებულები უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებები აღმოიფხვრას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ და მშვიდად უნდა შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ იმედიანად უნდა ვიყოთ გამსჭვალული“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს
  • სეტყვა გოდერძის უღელტეხილზე
  • ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge