ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კიდევ ერთ საჯარო განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ რჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”.
“ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს” – წერს თინა ბოკუჩავა.
