მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა – ინფორმაციას და ამის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.
“მივდიოდი ქუჩაზე და ჩემს თვალწინ ჩავარდა მიწა.
აი წამში ეს უბრალოდ ჩავარდა, კიდევ კარგი არავინ დაზარალებულა”, – წერს მოქალაქე ბაია ტუგულაშვილი სოციალურ ქსელში და მარჯანიშვილის ქუჩაზე გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
