აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთა. ინფორმაციას მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული კიდევ 23 ადამიანი გამოავლინა.
FBI-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას გეგმავდნენ და სურდათ UFC-ის ღონისძიებაზე იერიშის მიტანა.
მათივე ცნობით, თავდასხმელების მიზანი იყო მასობრივი არეულობის შექმნა და ხალხის წინასწარ შერჩეული მიმართულებით გაშვება, სადაც სნაიპერთა ჯგუფი იქნებოდა განთავსებული.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოძიების მუშაობის საუკეთესო შედეგი იყო, ამ სამართალდამცავი გუნდისთვის ეს არც ისე უჩვეულოა – ჩვენ შექმნილი ვართ, რათა გამოვავლინოთ, ვუპასუხოთ და სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლეს, განსაკუთრებით ისეთი დიდი შეკრებების დროს, როგორიცაა ისტორიული UFC 250 ბრძოლა. სწორედ ეს გავაკეთეთ აქ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ აგენტებსა და პარტნიორებს, სამუშაო გრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას“, – დაწერა სოცალურ ქსელში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა.
