მზია ამაღლობელი კრიმინალია, – ეს განცხადება „ქართული ოცნების” წევრმა აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თედორაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
იგი გამოეხმაურა პარტია “გახარია-საქართველოს” წევრის, ნინო ჩხეტიას კითხვას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისგან ითხოვდა შეფასებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით.
“მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სათქმელი. ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია”, – განაცხადა სხდომაზე დავით თედორაძემ.
თავად პატარაძეს ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვისთვის ჯერ არ უპასუხია.
