Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჟურნალისტ დოდო შონავას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

June 16, 2026
ჟურნალისტ დოდო შონავას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ჟურნალისტ დოდო შონავას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

შონავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე დაიბარა, მაგრამ წასვლას არ აპირებს.

შონავას შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც მან 40 წელზე მეტი იმუშავა, “ოცნებამ“ იდეურად, მორალურად, შინაარსობრივად გამოშიგნა და საბოლოოდ, ისეთივე მავნებლურ პროფანაციად, ფარსად და ფიქციად აქცია, როგორც ყველა ღირებული საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინსტიტუცია.

”დამირეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიიდან და მახარეს, რომ მიბარებენ გასაუბრებაზე, რათა შეაფასონ რამდენი ქულით ვიმსახურებ ან საერთოდ ვიმსახურებ თუ არა იმ სიაში მოხვედრას, რომელიც პარლამენტის ფრაქციებს უნდა გადაეცეს, რათა მათ, თავის მხრივ, იფიქრონ ღირს თუ არა მათი ქვოტით ჩემი წარდგენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კენჭისყრაზე.

ანუ იმ კომისიამ, სადაც ინტერესთა უდიდესი კონფლიქტით, დასანქცირებული ტელეკომპანია ”იმედის“ სამი წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 6 წევრი საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ადამიანი, უნდა შეაფასოს ჩემი კვალიფიკაცია, სამოქალაქო ცნობიერება და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია.

უფრო დავკონკრეტდები, მაგალითად სოფო ნიკოლაიშვილმა, საზოგადოების სახელით, უნდა გადაწყვიტოს ვიმსახურებ თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრობას.

თუ ბედმა და იღბალმა ინება და იმდენი ქულა დავაგროვე, რომ პარლამენტისთვის გადასაცემ საკრალურ სიაში მოვხვდი, მაშინ ან „ოცნებამ“ უნდა წარმადგინოს უმრავლესობის ქვოტით, რაც სავსებით გამორიცხულია და ღმერთმაც დამიფაროს, ან „ხალხის ძალამ“ – ოპოზიციის ქვოტით, რაც ასევე აბსურდია და ამავე დროს უკანონო, რადგან ”ხალხის ძალა” არც ფრაქციაა და მით უფრო არც ოპოზიცია, ან გიორგი გახარიას პარტიის ფრაქციამ, თუმცა ვფიქრობ, კანდიდატთა სიაში იკითხება იმ კანდიდატის გვარ-სახელი, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ამ ფრაქციიდან პარტიულ წარდგენას.

რომც მოხდეს სასწაული და ვინმემ წარმადგინოს კენჭისყრაზე და მიუხედავად იმისა, რომ ვასილ მაღლაფერიძე, ჩვეულებისამებრ, აუცილებლად დაივლის ყველა საპარლამენტო კომიტეტს და კატეგორიულად მოითხოვს დოდო შონავას არ არჩევას, პარლამენტმა მაინც ამირჩია ბორდის წევრად, რა პერსპექტივა მესახება?!

ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გამოკლებით, პირისპირ უნდა დავსხდე იმ ადამიანებთან, ვისაც არანაირ პატივს არ ვცემ, უშედეგოდ უნდა ვეწინააღმდეგო მათ, ხშირ შემთხვევაში, უკანონო და უზნეო გადაწყვეტილებებს, ვასილ მაღლაფერიძის ამორალურ ბოდვებს ვუსმინო, სახალხო დამცველის მიერ ბორდში მეორედ, ადამიანის უფლებების დასაცავად, შებრუნებული ბელა ოსიპოვას „მაღლაფერიძეობის“ ექსკლუზიური დაცვა ვიხილო, გიორგი იაკობაშვილის ზღვარგადასული, ვულგარული უზრდელობით ცნობიერება შევილახო, ასევე მეორედ შებრუნებული გია მურღულიას მორალური რეპუტაციის სრული კრახის თვითმხილველი გავხდე, საკუთარი მნიშვნელობის ზეაღქმით და კარიერული ამბიციებით აღტაცებული თინა ბერძენიშვილის ღვაწლი და დამსახურება შევაფასო, ირინა მიხაილოვას სრულიად უსუსური და ამავე დროს უტიფარი, იურისტისთვის ყოვლად შეუფერებელი, თავგანწირვითი მონობა დავამოწმო, ბორდის დანარჩენი წევრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა უმრავლესობის „კრავთა დუმილი“ ავიტანო და ვეცადო რეპუტაცია ოდნავ მაინც შევუნარჩუნო იმ მაუწყებელს, რომელმაც უღალატა საზოგადოებას, პროფესიულ ეთიკასა და ღირსებას?!

არა და ვერა ბატონებო,

განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 15 ივნისის სამუშაო სხდომის ყურების, მოსმენისა და გააზრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება –

გასაუბრებაზე არ წავალ!

აღარ მივიღებ მონაწილეობას კონკურსში, იმ მაუწყებლის ბორდში მოსახვედრად, რომელშიც 40 წელზე მეტი ვიმუშავე, კი არ “ვიღვაწე დამსახურებისთვის”, არამედ ვიშრომე და რომელიც „ოცნება“-მ, იდეურად, მორალურად, შინაარსობრივად გამოშიგნა და საბოლოოდ, ისეთივე მავნებლურ პროფანაციად, ფარსად და ფიქციად აქცია, როგორც ყველა ღირებული საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინსტიტუცია.

ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ უპატიოსნეს თანამშრომლებს, როლებიც, მიუხედავად შევიწროვებისა, ჯერჯერობით მაინც რჩებიან მაუწყებელში და თავგანწირვით განაგრძობენ ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეისა და პროფესიული ღირსებისა დასაცავად.

მათ, ჩვენი- საზოგადოების დიდი თანადგომა ესაჭიროებათ!

ჩვენ – საზოგადოებას კი, მოქალაქეთა ინტერესების გამხმოვანებელი და დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებელი!

ქვეყანა მიტაცებულია!

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია!

ორივე დასაბრუნებელი გვაქვს!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!

ბრძოლა ბოლომდე!“, – წერს “ფეისბუქის“ გვერდზე დოდო შონავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სუს-ი საქართველოს რკინიგზაში კორუფციას მეხუთე წელია იძიებს
  • „ჯორჯიან ეარვეისი“ ბათუმიდან მოსკოვი მიმართულებით ფრენებს იწყებს – რა ეღირება ბილეთი
  • 10 ქვეყანა, სადაც მაისში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge