მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა – პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, რაც წინა ტენდერის ღირებულებაზე 3.17 მილიონი ლარით მეტია – ინფორმაციას BMG შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ პროექტი სამ ლოტად დაიყო:
• ბესიკის ქუჩიდან – თავისუფლების მოედნამდე: ახალი ფასი – 7,981,840 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 1,283,456 ლარი)
• სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ – ბესიკის ქუჩამდე: ახალი ფასი – 5,842,569 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 928,434 ლარი)
• თ. ჭოველიძის ქუჩიდან – „მერანამდე“: ახალი ფასი – 6,130,241 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 961,874 ლარი)
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ტენდერების ჯამური საფასური უკვე 2026 თებერვალში 12.3 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო აპრილში კი ახალი ტენდერის ფასი 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ახალი პროექტის ღირებულება კი დამატებით 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
