Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა

June 13, 2026
პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი, დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალური შეთქმულების მოწყობაში. ასევე, ბრალდებულთაგან რამდენიმე მათგანი კულტურული ობიექტის ქურდობისთვის გაასამართლეს.

Le Monde წერს, რომ ორი მათგანი დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ისინი უკვე საქართველოში არიან დაკავებულები. ასევე, ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს.

50 წლის მიხეილ ზამთარაძეს ყველაზე მკაცრი სასჯელი, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დეპორტაციის შემდეგ საფრანგეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. მიხეილ ზამთარაძეს გასულ წელს ლიეტუვაში სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს.

49 წლის ბექა ცირეკიძეს, რომელსაც ესტონეთში სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დამატებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული „ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული იყო“.

პარიზის სასამართლოში ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი 9 ივნისს დაიწყო. საქმე 2023 წელს საფრანგეთის ბიბლიოთეკებში მომხდარ დანაშაულებს ეხება. ასევე, წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავეს.

2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა. მაშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 2025 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა
  • საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთსა და რუსეთში იყიდება
  • “მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge