Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი…” – რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი

June 9, 2026
“ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი…” – რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავარ ორგანიზატორებად გდდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს და თბილისის პოლიციის უფროსს, გოგა მემანიშვილს, ასახელებს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასტიკ ძალადობას „მწვანე შუქი“ ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს.

ხაბეიშვილი ასევე ახსენებს შსს-ის ყოფილ მინისტრსა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს და ამბობს, რომ მის საქმეზე დაკავებული შსს-ის თანამშრომლები მხოლოდ „ლიფსიტები“ არიან.

„გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებასა და გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ. ხარება და გოგა მემანიშვილი არიან პირველ რიგში დასაჭერები და შემდეგ ისინი, ვინც მათ მწვანე შუქი აუნთო. მაშინ ეს მწვანე შუქი მათ მისცეს ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის მიღმა ასევე არიან მაშინდელი სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შსს-ის მინისტრი ვახტანგ გომელაური. თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა ვის აინტერესებს უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!

ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. დაახლოებით 300 ადამიანი აწამეს და 5, თუნდაც 10 „ლიფსიტის“ დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებენ სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილი და კობახიძე“, – წერს წერილში ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. ხუთიდან ორი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასახლის ღობის საქმე – “პირველების” ცნობით, ხვალ ციხეს კიდევ 8 პირი დატოვებს
  • საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
  • თელავში ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – რას ამბობს მოზარდის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge