Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს” – ირაკლი კირცხალია

June 9, 2026
“მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს” – ირაკლი კირცხალია

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია – არ არსებობს ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის იმ წევრებიდან რომელიმეს, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, არავინ უარყოფს, რომ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში, ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის.

„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია. მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნება“ სწორედ ამ მოცემულობით წარდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივია, ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა.

ამ ფონზე, თურმე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმაისტერს“ უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდაპარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და “ლიდერშიპთან” შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს, რადიკალებისა და მათი გარე პატრონებისთვის, ე.წ. ერთმმართველობა ყოფილა.

ამავდროულად, არ არსებობს ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის იმ წევრებიდან რომელიმეს, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს, არათუ პარტია დატოვეს, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში, ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს.

სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხზვის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ“,- წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასახლის ღობის საქმე – “პირველების” ცნობით, ხვალ ციხეს კიდევ 8 პირი დატოვებს
  • საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
  • თელავში ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – რას ამბობს მოზარდის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge