ისრაელმა სამხრეთ ლიბანს დაარტყა – Reuters-ის ცნობით, დარტყმები ჰეზბოლას წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია და ის ტრამპისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ განხორციელდა
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა: “მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი ისრაელის პრემიერმინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან და ბეირუთში ისრაელის ჯარები არ შევლენ, ყველა დანაყოფი, რომელიც გზაში იყო, უკვე უკან გაბრუნდა. ასევე, მაღალი რანგის წარმომადგენლების მეშვეობით, ძალიან კარგი საუბარი მქონდა „ჰეზბოლასთან“ და მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ყოველგვარი სროლა შეწყდება – ისრაელი მათ არ დაესხმება თავს, ისინი კი არ შეუტევენ ისრაელს” | დაწერა ტრამპმა
