Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობს კაცი, რომელიც ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებისთვის ყალბი ,,ქეისების” დამზადების საქმეში ფიგურირებს

June 2, 2026
რას ამბობს კაცი, რომელიც ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებისთვის ყალბი ,,ქეისების” დამზადების საქმეში ფიგურირებს

რას ამბობს კაცი, რომელიც ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებისთვის ყალბი ქეისების დამზადების საქმეში ფიგურირებს – გიორგი ხატიაშვილი მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

კაცი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ამერიკაში საადვოკატოში მართლაც უმუშავია, თუმცა ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემასთან კავშირი არ აქვს.

საქმეზე 3 ქალია დაკავებული, პროკურატურის ინფორმაციით, 6 პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა დაწყებული. “ტვ პირველის” ინფორმაციით, სწორედ 6 პირს შორის არის გიორგი ხატიაშვილი.

“არ ვაკეთებ და არც არასდროს გამიკეთებია. მეც ვნახე სიუჟეტი – მე არ მიმუშავია, მე მიმუშავია საადვოკატოში ამერიკაში. შეგიძლია დაგუგლოთ 1931 წლიდან ფუნქციონირებს. ვინც დაიჭირეს, დაიჭირეს ისინი, ვინც ყალბ დოკუმენტებს ამზადებნდენ და შეჰყავდათ საელჩოში. ხოდა მოიძიეთ კარგად და ვისაც საჭიროა იმას დაეკონტაქტეთ” – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც აშშ-ის ვიზისთვის ყალბ „ქეისებს“ გასცემდა საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად გამოავლინეს.

დღეს ირაკლი კობახიძემ გამოძიებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მზადყოფნა გამოთქვა ასეთი სახის თანამშრომლობისთვის.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოავლინეს 2 დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებაში ეხმარებოდნენ. გვარაკიძის უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აყალბებდნენ დოკუმენტებს და იგონებდნენ ე.წ. ქეისებს – საფუძვლებს, რის გამოც აშშ-ის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფარი უნდა მიეცა.

პროკურატურის ცნობით, დააკავეს 3 ადამიანი, კიდევ 6-ის მიმართ კი დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელმა სამხრეთ ლიბანს დაარტყა
  • ვინ არის კაცი, რომელიც სენაკში მეზობელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
  • რას ამბობს კაცი, რომელიც ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებისთვის ყალბი ,,ქეისების” დამზადების საქმეში ფიგურირებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge