„როგორ უძლებს დედაშენი ამას დე. ჩვენ ხომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო შვილო. შენთან ერთად წამოვალ დე იქნებ, იქ მაინც ვიყოთ ბედნიერები ერთად, ტელეფონზე არ მპასუხობ და ასე მოგწერე დე. დღეს ხომ მოხვალ სახლში, მე მზად ვარ ერთად წავიდეთ დე მენატრები უკვე, სამი დღეა შენი ხმა არ გამიგია ლევანო შვილო”. – წერს კბილაშვილის დედა.
31 წლის ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, მოსკოვში გარდაიცვალა. „ჯეოსტარელი” მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა. ის „ჯეოსტარში” მონაწილეობის დროს ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა. ითქვა, რომ ფეხის ძვლის დაშლაც ჰქონდა.