ბსუ-ს ლექტორი, ნანი გვარიშვილმა, რომელმაც გუშინ სტუნეტ გოგონებზე იძალადა, ამტკიცებს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია და ხელის არავისთვის დაურტყამს.
“მაგ ვიდეოში არსად არ ჩანს, რომ სტუდენტს ხელით ვეხები, ვიდეო დამონტაჟებულია“, – ამბობს ლექტორი.
გვარიშვილი სტუდენტებს იქეთ ადანაშაულებს და ამბობს, რომ გოგონები თავად უქნევდნენ ხელებს და შენობით მიმართავდნენ, მან კი უბრალოდ ვიდეოკამერის გამორთვა ითხოვა.
“მაგ ვიდეოში არსად არ ჩანს, რომ სტუდენტს ხელით ვეხები, ვიდეო დამონტაჟებულია, რაც იქ იკადრეს ახალგაზრდებმა, არაფერი არ ჩანს, შენობით რომ მიმართავს პროფესორს და ხელებს უქნევს, ცხვირ-პირთან რომ მიაქვს ტელეფონი, ჯერ ახალგაზრდებს ასწავლეთ როგორ უნდა მოიქცეთ, უნივერსიტეტის ეზოში. მე ვუთხარი, ტელეფონი გათიშეთ მეთქი, არავინ არავის ეხება ხელით, ტეელფონი გათიშე მეთქი, ვუთხარი 6-7 ჯერ, ახალგაზრდა უნდა გაიზარდოს ოჯახში, ასწავლეთ, რომ გამოუშვებთ უნივერსიტეტის ეზოში, როგორ უნდა მოიქცნენ უფროსებთან. როგორც უნდა მოუსმინოს და ესაუბროს უფროსს და ეს წაადგება ჩვენ ქვეყანას. და არა ის დამონტაჟებული ვიდეო, სირცხვილი თქვენ, საქართველოს არაფერი ეშველება, ვიდრე ახალგაზრდები მასე მოიქცევიან, – განაცხადა “ტვ პირველთან“ ნანი გვარიშვილმა.
იგივეს ამტკიცებს მისი მეუღლე, ასევე ლექტორი, ანზორ დევაძე. მისი თქმით, ნანი გვარიშვილს სტუნდეტისთვის არ დაურტყამს.
“როგორ გეკადრებათ. გაახილეთ თვალი და კარგად შეხედეთ, გადაღებული ხოა ყველაფერი” – თქვა მან.
