Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

May 29, 2026
კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეჯამებულია გასული წლის საქმიანობა, ასევე ასახულია 2026 წლის გეგმები.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, წლიურ ანგარიშში კომისიის რეგულირებაში შემავალი სფეროების, მათ შორის ტელეკომისა და მაუწყებლობის დარგების ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევებია მიმოხილული. ასევე, წლიური ანგარიშის დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

ComCom-ის 2025 წლის ანგარიშში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: 5G-ის განვითარება საქართველოში, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და ციფრული წიგნიერება, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, IP პირინგისა და IXP-ის განვითარების კვლევა და სხვა.

ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ტელეკომ სექტორისა და მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ჭრილში. ასევე, გადმოცემულია ინფორმაცია საკომუნიკაციო სექტორიდან ქვეყნის ბიუჯეტში შენატანების შესახებ.

რაც შეეხება მაუწყებლობის დარგს, ანგარიშში შეჯამებულია მედიაგარემოს გაჯანსაღების მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საუბარია მედიის გამოწვევებსა და სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, წარმოდგენილია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისა და ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ანალიზის შედეგები.

ანგარიში ასევე დეტალურ ინფორმაციას მოიცავს მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ქვეყნის მასშტაბით მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით ახორციელებს. მათ შორისაა თემები: მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, მედიაწიგნიერების კონკურსები მოსწავლეების, სტუდენტებისა და სკოლებისთვის, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დაადეპორტა” – Deutsche Welle
  • ოპოზიცია პოლიციის ძალადობის კადრებზე: “სისტემური დანაშაულის მორიგი დასტური”
  • უმძიმესი ავარია მარნეულში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge