Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან გორში სამართალდამცველზე ქვით თავდასხმის ვერსია „უბრალოდ გამოგონილია“

May 28, 2026
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან გორში სამართალდამცველზე ქვით თავდასხმის ვერსია  „უბრალოდ გამოგონილია“

[შს მინისტრის განცხადება] არის უბრალოდ მცდელობა, რაღაცნაირად გამართლება მოხდეს იმ საშინელი ძალადობის, რომელიც ვნახეთ , – ასე ეხმაურება პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულების, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებას.

დარახველიძის განცხადებას, რომ დაზარალებულმა პოლიციელს ქვით დაზიანება მიაყენა, ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს.

“გამორიცხულია, ასეთი რამ მომხდარიყო და არც მომხდარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან რომელიმე ახორციელებდა გარკვეული ტიპია ძალადობას, შეიძლება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს, რომ რამე ფორმით მოხდეს გამართლება იმ გაუმართლებელი სისასტიკის, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს.

ჩვენ საქმის სრულ მასალებს არ ვიცნობთ, რადგან ჯერ ჩვენი დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა, როცა ეს მოხდება, იმ ეტაპიდან გვექნება სრული ინფორმაცია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და რა მოცულობით. ქვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, საქმის მასალებთან წვდომის არ ქონის გამო. თუმცა, ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, საუბარი იმაზე, რომ ქვით, ან რამე ფორმით ძალადობას ჰქონდა ადგილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან რომელიმეს მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ, ეს უბრალოდ გამოგონილია, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც ტიპის მიზეზი მაინც მოინახოს იმ გაუმართლებელი სისასტიკის, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს. ისეთი ტიპის ძალადობა მოხდა, მიზეზიც არ არსებობდა, უმიზეზოდ ძალადობა იყო.

გადის თუ არა რომელიმე პირი მკურნალობას, ეს არ შეიძლება ვიცოდეთ, რადგან პერსონალური ინფორმაციაა. თუმცა, ვინც არ უნდა გადიოდეს და ეს რომ მართლაც ასე იყოს, ან არ იყოს, ფორმალურად შეიძლება ვიღაცა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულია, ან ვინმეს მიმართული აქვს, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს იმ სცენარს ჰგავს, თითქოს, პოლიციის ვიღაც თანამშრომელი ძალადობის მსხვერპლია”,- განაცხადა რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხალხის პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – გორში 19:00 საათზე აქცია გაიმართება
  • „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • “გინდათ, რომ [ხარებასთან] ურთიერთობა გამიფუჭოთ” – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge