Monday, May 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს – მერია

May 25, 2026
ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს – მერია

ბოლო დღეებში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა. გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებელი ფართი შესთავაზა ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

„უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობის გამო დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ შესთავაზა მუხურას ქუჩის ერთ მცხოვრებს, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები. მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს – მერია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge