სამეგრელოში სტიქიამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ცენტრალური და შიდა გზები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც.
გარკვეულ მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
მძიმე ვითარებაა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში.
მარტვილის რაიონშიც უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
