Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პრემია-დანამატების ახალი კანონპროექტით, მინისტრის მოადგილეებს წლიურად 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ

May 18, 2026
პრემია-დანამატების ახალი კანონპროექტით, მინისტრის მოადგილეებს წლიურად 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც მინისტრების მოადგილეები და თვითმმართველი ქალაქების მერების მოადგილეები პრემიებსა და დანამატებს მიიღებენ.

კანონპროექტის მიხედვით, მინისტრებსა და მერებს მიეცემათ შესაძლებლობა მოადგილის მიერ გაწეული სამუშაო, ასევე ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა დამატებითი პრემიებით და დანამატებით აანაზღაურონ.

“კანონით დადგენილი ზღვრები, რომელიც გულისხმობს სახელფასო დანამატის შემთხვევაში წლიური სარგოს 20%-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს და ფულადი ჯილდოს შემთხვევაში რომ არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ეს, რასაკვირველია, შენარჩუნებული იქნება” | თქვა ბაჩიაშვილმა.

2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი წლიურად 139,200 ლარია, შესაბამისად მოადგილეებს დამატებით 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ. [BM. GE]

ქართული ოცნების კანონპროექტით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თანამდებობის პირები არიან: – მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.

მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება – აკრძალვის მოხსნა არ შეეხებათ იმ მაუწყებლებს, რომელთა ეთერში ახალი ამბები და პოლიტიკური პროგრამები გადაიცემა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა” – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge