Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბათუმიდან შემოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, არ სჭირდება ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობა” – ივანე ჩხაიძე

May 18, 2026
“ბათუმიდან შემოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, არ სჭირდება ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობა” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ბავშვი ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს შეესაბამება და არც ერთი პარამეტრი, რომელიც ახლა პაციენტს აქვს, კლინიკაში მეთვალყურეობას არ საჭიროებს.

ჩხაიძე განმარტავს, რომ მან მშობლებთან ყველა საკითხი განიხილა და ბავშვის კლინიკიდან გაწერის წინააღმდეგები არ არიან.

ის ასევე განმარტავს, რომ ბავშვი ამჟამად 1 თვის და 3 კვირისაა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში 5 მაისიდან მკურნალობდა.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა 5 მაისს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ბავშვი გადმოყვანილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლიდან. გადმოყვანის მიზეზი იყო ნეიროქირურგიის და ნევროლოგის აქტიური ჩარევის საჭიროება, ვინაიდან პაციენტს ბათუმის კლინიკაში გულყრა აღენიშნა. დიაგნოსტიკის მიზნით, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა და ნანახი იქნა ქალა ტვინის ტრავმის რადიოლოგიური სურათი. ამ მიზეზით, ვინაიდან ბათუმს არ აქვს ნეიროქირურგიის და ნევროლოგიის 24-საათიანი სპეციალიზებული სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა, ბავშვი იყო გადმოყვანილი ჩვენთან. ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, ჩატარდა ყველა აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიება, სხვადასხვა კვლევები.

გულყრა ჩვენთან შემოსვლის შემდეგ არ განმეორებულია, ანუ ჩვენთან არ ჰქონდა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. წონაში მატება აღენიშნა. საკვებს აქტიურად იღებს, ბუნებრივ კვებაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა ბავშვზე მეთვალყურეობა. გეგმურად ბავშვი საჭიროებს ნეიროქირურგიულ კონსულტაციას ერთ თვეში, ასევე თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიის ერთ თვეში და თუ იქნება აუცილებელი, ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება.

მშობლებს დღეს დილით ვესაუბრე, ბევრი რამ ავუხსენი. მშობლები გაწერის წინააღმდეგები არ არიან. თუ რაიმე დამატებითი კვლევაა, რაც შეიძლება ჩატარდეს, ამის შესაძლებლობასაც განვიხილავთ, მაგრამ ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბავშვის გაწერა იქნება აუცილებელი. არც ერთი პარამეტრი, რომელიც ახლა პაციენტს აქვს, არ საჭიროებს კლინიკაში მეთვალყურეობას. არ სჭირდება მას ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობა, არ სჭირდება გადასხმები, რომელიმე ლაბორატორიული მაჩვენებლის განმეორებით შეფასება. ყველაფერი აქვს ნორმაში. ბავშვი შეესაბამება ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს და მშობლებთან ყველა საკითხი განხილული გვაქვს. ბინაზე გაწერა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ბავშვთან დავამთავრეთ მეთვალყურეობა. მონიტორინგი მომდევნო პერიოდშიც იქნება საჭირო. მონიტორინგში ვგულისხმობ პედიატრისა და ნევროლოგის პერიოდულ შეფასებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველი ასეთი შეფასება ერთი თვის შემდეგ მოხდება. გეთანხმებით იმაში, რომ მშობლებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა დეტალი განხილულია დედასთან, მამასთან და ოჯახის წევრებთან წევრებთან ერთად და ვფიქრობ, ბავშვისთვის ყველაზე კარგი არის ბინაზე მეთვალყურეობა, ბინაზე მოვლა, კვების უზრუნველყოფა. ერთი თვის შემდეგ ჩვენ ხელმეორედ ჩავატარებთ ბავშვის დეტალურ შეფასებას,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ახალშობილის ოჯახი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკას გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებს. ახლობლები ეჭვობენ, რომ ჩვილს კლინიკაში თავზე ტრავმა მიაყენეს.როგორც ბავშვის მამა „ტვ პირველთან“ აცხადებს, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, თუმცა „დღეს ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული“.„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, – განაცხადა ახალშობილის მამამ.ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ აღნიშნულ საქმეზე შესწავლა დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება – აკრძალვის მოხსნა არ შეეხებათ იმ მაუწყებლებს, რომელთა ეთერში ახალი ამბები და პოლიტიკური პროგრამები გადაიცემა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა” – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge