Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები…” – ალეკო ელისაშვილი

May 18, 2026
“სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები…” – ალეკო ელისაშვილი

სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები, – ასე უპასუხა ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის კითხვას, არის თუ არა ნასამართლევი.

მოსამართლე მეია მელქაძემ მას ბრალდება განუმარტა და ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები და აღიარებდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, რასაც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, არანაირად, ამას ნამდვილად მაბრალებენ. ცეცხლი არც ტერორისტული მიზნით დამინთია და არც გასათბობად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ნაბიჯია”- რა გადაწყვეტილება მიიღო დონალდ ტრამპმა
  • აშშ სირიას ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოიღებს
  • “ჩვენ რაღაცები დავივიწყეთ”- ნინო ჩხობაძე საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს რატომ იტბორება თბილისი წვიმის დროს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge