Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ…” – რას ამბობს ქეთევან თურაზაშვილი

September 4, 2026
“სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ…” – რას ამბობს ქეთევან თურაზაშვილი

სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების“ მიერ – დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება და მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.

ამასთან, თურაზაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის „მიღწევები” ბლეფი იყო.

„ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის შედეგად, ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. აქ, დეზერტირების ბაზარში, სადაც ფასები შედარებით დაბალია და სადაც მეტი მყიდველი უნდა მოდიოდეს, ყოველი მეორე გამყიდველი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მყიდველი ძალიან ცოტაა. ყიდულობენ ხილს და ბოსტნეულს ცალობით.

სახეზეა ორი საქართველო: ერთი, სადაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მეორე, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობს.

ძვირდება ყველა სახის პროდუქტი: პური, ხორცი, რძის პროდუქტები, ზეთი, ბოსტნეული, ადამიანები სეზონურ ხილს ვერ სინჯავენ. ძვირდება წამლები, კომუნალური გადასახადები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს უჭირთ შვილების სასკოლოდ მომზადება. სტუდენტები ქირის და ცხოვრების ხარჯებს ვერ აუდიან. სოციალური ქსელი გადავსებულია დახმარების თხოვნებით. მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც კაპიკები მოუმატეს და ასევე ვეტერანები, შიმშილობენ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, ვინც უფასო სასადილოში დადის… ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევ, რომ ამ სასადილოებში მიბრძანდნენ და 1.70 თეთრად დამზადებული სადილი დააგემოვნონ…

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის „მიღწევები” იყო ბლეფი, ისევე როგორც „10 ლარიანი ხორცი”და „გაიაფებული კვერცხი”…

ამ ყველაფრის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ღარიბი ხალხის მდიდარი ხელისუფლება, ათასობით ლარს იღებს ხელფასის სახით. პრემიერის, მინისტრების, დეპუტატების და მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა 50%, ზოგ შემთხვევაში 100%-ით და მეტით;

პასუხისმგებლიანი და ჭკვიანი ხელისუფლება დაწევდა საწვავზე აქციზის ფასს, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, გაზრდიდა პენსიას 1000 ლარამდე, მოიზიდავდა ინვესტიციებს, მაგრამ ყველაფერი ეს შეუძლებელია „ოცნების” პირობებში.

სახელმწიფო კრიზისშია, ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების” მიერ. შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე,“ – განაცხადა თურაზაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ალაპარაკებას აანონსებს
  • კვლევამ აჩვენა, რა ემართებათ მოზარდებს, რომლებიც ძილის წინ ტელეფონს იყენებენ
  • “სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ…” – რას ამბობს ქეთევან თურაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge